ქართული ენა

რადოიე დომანოვიჩი (16 თებერვალი, 1873წ. – 17 აგვისტო, 1908წ.) გახლდათ სერბი მწერალი, ჟურნალისტი და მასწავლებელი, ცნობილი მოკლე სატირული მოთხრობებით.

რადოიე დომანოვიჩი დაიბადა ცენტრალური სერბეთის სოფელ ოვსიშტეში, ადგილობრივი მასწავლებლისა და მეწარმის მილოშ დომანოვიჩის ოჯახში. დედა – პერსიდა ცუკიჩი, გახლდათ შთამომავალი პავლე ცუკიჩისა – პორველი და მეორე სერბული აჯანყების სამხედრო მეთაურისა. ბავშვობა გაატარა სოფელ იარუშიცეში, კრაგუევაცის მახლობლად, სადაც ის დაწყებით სკოლაში შევიდა. საშუალო სკოლა დაამთავრა კრაგუევაცში, რის შემდეგაც სწავლობდა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1895 წელს ის პირველად მიიწვიეს მასწავლებლის ადგილზე პიროტში, რეგიონში სამხრეთ სერბეთში, რომელიც ახალი განთავისუფლებული იყო ოსმალეთის იმპერიისგან. პიროტში ის შეხვდა იაშა პროდანოვიჩს (1867–1948), მასწავლებელსა და აქტივისტს, რომელმაც გავლენა მოახდინა მისი პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. აქ შეხვდა ის თავის მომავალ მეუღლესაც – ნატალია რაკეტიჩს (1875–1939), ღარიბ სკოლის მასწავლებელს სრემსკი კარლოვციდან. მეუღლე ყოველთვის მხარში ედგა ხანმოკლე და დაუდგრომელი ცხოვრების მანძილზე და სამი შვილი გაუჩინა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ, სახალხო რადიკალურ პარტიაში გაწევრიანდა, ის დაუპირისპირდა ობრენოვიჩის დინასტიის რეჯიმს და 1895 წლის დასასრულს გადაყვანილ იქნა ვრანიეში, ხოლო 1896 წელს – ლესკოვაცში. დომანოვიჩის სამწერლო კარიერა ასევე დაიწყო მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში და მისი პირველი რეალისტური მოთხრობა დაიბეჭდა 1895წ. 1898 წელს მთავრობის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლის შემდეგ, ის და მისი მეუღლე გააძევეს საჯარო სამსახურიდან და დომანოვიჩმი ოჯახით ბელგრადში გადავიდა საცხოვრებლად.

ბელგრადში მან მეგობარ მწერლებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკვირაო ჟურნალ „ვარსკვლავიში“ და ოპოზიციურ გაზეთ „ექოში“. ამ პერიოდში დაწყო ისეთი სატირული მოთხრობების წერა და ბეჭდვა, როგორიცაა „დემონი“ და „ვნებების გაუქმება“. რადოიეს პირველი დიდება მოუტანა მისი ყველაზე პოპულარული მოთხრობების – „წინამძღოლისა“ (1901წ) და „სტრადიას“ (1902წ) დაბეჭდვამ.ამ მოთხრობებში მან ღიად გაილაშქრა რეჯიმის ფარისევლობისა და გადაცდომების წინააღმდეგ.

1903 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელმაც ბოლო მოუღო ალექსანდრ ობრენოვიჩის რეჯიმს, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა დომანოვიჩმა მიიღო მდივნის თანამდებობა განათლების სამინისტროში და ახალმა მთავრობამ ნება მისცა ერთწლიანი სპეციალიზაცია გაევლო გერმანიაში, მიუნხენში. უკან დაბრუნებული რადოიე იმდეგაცრუებული დარჩა, რადგან საზოგადოებას ცვლილებები ვერ შეამჩნია. მან დაიწყო საკუთარი პოლიტიკური ჟურნალის – „სტრადიას“ გამოშვება. ის აგრძელებდა ახალი დემოკრატიის სისუსტეების კრიტიკას, მაგრამ მისი ნაშრომებიი აღარ იყო ადრინდელივით შთამბეჭდავი.

რადოიე დომანოვიჩი გარდაიცვალა 1908 წლის 17 აგვისტოს, 35 წლის ასაკში, ფილტვების ანთებითა და ტუბერკულოზით ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. ის დაასაფლავეს ბელგრადის ახალ სასაფლაოზე. მისი გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები დაიკარგა პირველი მსოფლიო ომის დროს.

მის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებეს შორისაა

  • დაღი, 1899წ.
  • დემონი, 1898წ.
  • ვნებების გაუქმება, 1898წ.
  • თანამედროვე აჯანყება, 1902წ.
  • მკვდარი ზღვა, 1902წ.
  • პრინცი მარკო მეორედ სერბებს შორის, 1901წ.
  • სტრადიას, 1902წ.
  • ჩვეულებრივი სერბული მუშახარის მსჯელობა, 1902წ.
  • წინამძღოლი, 1901წ.

პროექტი „რადოე დომანოვიჩი“ ტარდება ინჟინერისა და ლიტერატურული ენთუზიაზისტის – ვლადიმირ ჟივანოვიჩის ეგიდით. პროექტის მიზანია სერბი მწერლის – რადოიე დომანოვიჩის სრული ნამუშევრების გაციფრულება, რათა მკითხველს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჰქონდეს საშუალება გაეცნოს მისი ნაწარმოებების როგორც ორიგინალს,ისე თარგმანს. შემდეგი მოთხრობები იქნა გადათარგმნილი სპეციალურად პროექტისთვის და ქვეყნდება პირველად:

სპეციალურად „რადოიე დომანოვიჩის“ პროექტისათვის თარგმნა მარეხ დოლიძემ.

 

 


[Contents of this biographical reference page were written for the “Radoje Domanović” Project with the goal of promoting the life and works of the famous Serbian satirist, Radoje Domanović, and are released into public domain. Editor]